აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, აბაშის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიებები ჩატარდა.
კერძოდ კი მე-10-მე-12 კლასელებმა აფხაზეთის ომზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები ნახეს.
მე-7- მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი ნახატების გამოფენა მოაწყეს.
რაც შეეხება მე-4-მე-6 კლასელებს, მათ აფხაზეთის შესახებ საკუთარი აზრი ასფალტზე ხატვით გადმოსცეს.
ბოლოს სკოლის ფოიეში მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა.
იხილეთ ფოტოები