ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძველის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად აღინიშნა.
დირექტორმა, მარიამ ქარქაშაძემ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით მიულოცა და ლეპტოპები გადასცა.
ასევე, 2017-2018 სასწავლო წელს „კარგი სწავლისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის“ სიგელით დაჯილდოვდნენ მესამე კლასის მოსწავლეები - ელენე გვენეტაძე და ანი კეჭეხმაძეა და მეცხრე კლასის მოსწავლე ანი ბრეგაძე.
„დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის, ფერადი ბუშტებით და ლენტებით მორთული გარემო მათ თვალსაწიერს დიდხანს გაჰყვება.
2018-2019 სასწავლო წელის დასაწყისი კიდევ უფრო გაალამაზა სტუმრებმა, ქალაქ ტყიბულის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ და საწირის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, იზოლდა ნემსაძემ, რომლებმაც პირველ კლასელებს გადასცეს საჩუქრები და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს“,-აღიშნავს დაბაძველის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია
Etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები