ოფრეთის საჯარო სკოლა სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა
03-10-2018
ოფრეთის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზაფხულის პერიოდში სკოლის სპორტული დარბაზი გარემონტდა, გაკეთდა სკოლის ღობე და ჭიშკარი, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა.
წელს სკოლამ ორი პირველკალსელი გოგონა მარია ლავრენტიევა და ანგელიანა ავეტისიანი მიიღო.
სიახლეებია ასევე პედაგოგიურ კოლექტივში. სკოლას ორი უფროსი პედაგოგი და ინგლისური ენის ახალი მასწავლებელი ჰყავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოფრეთის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია ვზრუნავ და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება შესაბამის კეთილმოწყობილ გარემოში მიიღონ“, - ამბობს სკოლის დირექტორი არკადი მანუჩარიანი.
სკოლა მომავალშიც ბევრ სიახლეებს და საინტერესო სასწავლო პროექტების განხორცილებას გეგმავს.