გამაერთიანებელი, მამოტივირებელი და სახალისო - ცაგერი Izrune.ge-ს დიდ ოჯახს უერთდება
03-10-2018

დღეს, ცაგერის სასწავლო რესურსცენტრში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

დირექტორთა შეფასებით, Izrune.ge განათლების მომავალია, რომელიც შემეცნებისა და სახალისო ტესტებით ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებას ისახავს მიზნად და დიახ, ყველა კეთილგონიერი მშობელი, Izrune.ge-ს ოჯახში გაერთიანებისკენ უნდა ისწრაფვოდეს.

ღონისძიებაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ...

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203