საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყანდაურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ხალისიანად დაიწყო.
სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები 17 სექტემბერს ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.
როგორც სკოლის დირექციის მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული: „განსაკუთრებული მოკრძალება და იმედი პირველკლასელთა თვალებში მოსჩანდა. ისმოდა სიმღერა, ლექსი, მილოცვა და წარმატებული მომავლის იმედი.
სკოლის დირექტორმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გაისმა სკოლის ზარი და დაიწყო ახალი 2018-2019 სასწავლო წელი“.
იხილეთ ფოტოები