ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
03-10-2018
ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღიდან 25 წელი გავიდა.