დედოფლისწყაროს, ქვემო ქედის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლიდან პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში ჩაერთო.
სკოლამ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისთან“ მემორანდუმი გააფორმა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ელექტროობის“ ჯგუფი VIII -IX კლასის 12 მოსწავლით დაკომპლექტდა.
„არჩეულმა მიმართულებამ დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში, ამიტომ თავისუფალი მსმენელიც ბევრია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები