საყუნეთის სკოლის მოსწავლეებმა რომანტიკოსი მწერლების შემოქმედება ესეებითა და პოსტერებით გადმოსცეს
03-10-2018
საყუნეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ავეტისიანმა 11-ე კლასის მოსწავლეებთან განვლილი მასალის განმტკიცების მიზნით, სასწავლო პროექტი განახორციელა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა რომანტიკოსი მწერლების შემოქმედება ესეებითა და პოსტერებით გადმოსცეს.
„სასწავლო პროექტებით სწავლება მოგვწონს, ასე სწავლა უფრო სახალისო და საინტერესოა“, - ამბობს მეთერთმეტეკლასელი მარიამ ხაჩიძე.