დამალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
03-10-2018
ასპინძის მუნიციპალიტეტის დამალის საჯარო სკოლის პედაგოგებმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სტატუსი პედაგოგებმა - გაბრიელ ბალოიანმა, კათინ არესტაკიანმა, გოარიკ სააკიანმა, მარინა ბროიანმა, თამარ ტივაძემ, ანი ჰარუთიუნიანმა და ნათია ზედგინიძე-სოღოიანმა აიმაღლეს. 

სკოლის დირექცია პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„ძვირფასო მასწავლებლებო გილოცავთ ამ დიდ წარმატებას და გისურვებთ ჯანმრთელობას და მეტ მიღწევებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203