სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტების დაფინანსება მოიპოვეს
03-10-2018
ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის ღონისძიებების ფარგლებში, სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს ორი პროექტი „ჯანსაღი თაობა“ და „მეტი ღიმილი, მეტი ბედნიერი ბავშვი“, რომლებმაც მოიპოვეს გრანტი.

პროექტი „ჯანსაღი თაობის“ მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ინფორმირებულობა და მათი სპორტით დაინტერესება. 

პროექტში მონაწილეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოთხი სკოლა: სალიბაურის N1, სალიბაურის N2, კაპრეშუმის და წინსვლის საჯარო სკოლები. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგ-აქტივობები, ხატვის კონკურსი „ჯანსაღი ცხოვრება“ და სპორტული შეხვედრები ფეხბურთში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ოთხი ტრენინგი ოთხ სხვადასხვა სკოლაში და სპორტული შეხვედრა ფეხბურთში. 

პროექტი „მეტი ღიმილი, მეტი ბედნიერი ბავშვი“ პროექტის მიზანია სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეებისათვის რესურს-ოთახის სპეციალური ნივთებით მომარაგება, ბავშვების გახალისება და მოტივაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიება თოჯინების თეატრში და სახალისო ღონისძიებები. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტების განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203