თბილისის N158 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
03-10-2018
თბილისის N158 საჯარო სკოლის ოთხი წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააჯილდოვა.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით ელენე გოგოლაძე, ილია აფციაური, ანი მახათაძე და მარიამ ქავთარაძე დასაჩუქრდნენ. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203