ალისუბნის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება
03-10-2018

ალისუბნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 

სკოლის დირექტორმა, დავით კუტივაძემ წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა, გიორგი ამირანაშვილმა და სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბადრი ბუცხრიკიძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის პედაგოგებმა და ტექნიკურმა პერსონალმა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

აქცია „მსოფლიო დასუფთავების დღის“ ფარგლებში გაიმართა. 

ალისუბნის N1 საჯარო სკოლა ღონისძიებების ჩატარებას აქტიურად განაგრძობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203