ოზურგეთის N5 საჯარო სკოლაში მუსიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური სტუდია „ენკი-ბენკის“ ორგანიზებით, „ნიჭიერის“ ფინალისტი ლევან ნინიძე იმყოფებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. სტუმარმა მოსწავლეთა კითხვებს უპასუხა, იმღერა და ლექსები წაიკითხა.
სკოლა სტუდიის ხელმძღვანელ ლამზირა ანდღულაძეს ლამაზი დღესასწაულის მოწყობისათვის მადლობას უხდის.
1-ელი ოქტომბერი მუსიკის საერთაშორისო დღეა.
იხილეთ ფოტოები სრულად