ზემო ნატანების საჯარო სკოლას ახალ სასწავლო წელს 7 პირველკლასელი შეემატა
04-10-2018
ზემო ნატანების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სხვადასხვა სასწავლო აქტივობებში თავი გამოიჩინეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, წელს 1-ელ კლასში შვიდი მოსწავლე ჩაირიცხა.
„მათ უკვე წარმოაჩინეს თავი, როგორც ნიჭიერმა და აქტიურმა პატარებმა. მოსწავლეები პედაგოგის, მარინე იმნაძის დახმარებით ქართული ანბანის მდიდარ სამყაროს ეზიარებიან“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.