ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება, სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უჩვეულო ვითარებაში აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეები ქალაქ ბაღდათის N1 (I-VI კლასები) და დიმის N1 (VII-XII კლასები) საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ.
პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, კახა ენუქიძემ მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
2018-2019 სასწავლო წელს ბაღდათის N2 საჯარო სკოლას 67 პირველკლასელი ჰყავს.
ბაღდათის N2 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მილენიუმის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები