პირველი სვირის საჯარო სკოლაში პროექტის „რა?სად?როდის?“ მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა თანამედროვე ტექნოლოგიები იყო.
შეხვედრაზე რამდენიმე აქტივობა განხორციელდა.
პირველი აქტივობა: პროექტის ხელმძღვანელმა, მაია კვანტრიშვილმა ჩაატარა მინი-ლექცია: XXI საუკუნის ტექნოლოგიებზე, ისაუბრა მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.
მეორე აქტივობა: მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები თემებზე:
1. ქვის იარაღების გამოგონებიდან -კომპიუტერის შექმნის ეპოქამდე
2. რა არის ტექნოლოგია და ტექნოლოგიური პროცესები
3. საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (მობილურები, პეიჯერები, ნოუთბუქები)
4. „გონიერი სახლები“
5. რობოტები
6. ინტერნეტი და სოციალური ქსელები
7. კომპიუტერი და წიგნი
8. ელექტროავტომობილები
9. ციფრული ფორმატი
10. მომავლის ტექნოლოგიები
11. ძალიან საინტერესო უცნაური ტექნოლოგიები
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პრეზენტაციები იყო შინაარსიანი, საინტერესო და მდიდარი ვიდეომასალით.
ასევე, პედაგოგმა მოსწავლეებს წაუკითხა რუსი მასწავლებლისა და მწერლის ვ. სოლოუხინის მოთხრობა „ბაბუაწვერა“.
„მოსწავლეებმა ისაუბრეს ტექნოლოგიების დადებით მხარეებზე, მაგრამ აღნიშნეს თუ როგორ თანდათან ხდება ადამიანთა გრძნობების გაუხეშება, ემოციების დაქვეითება და „ცოცხალ ურთიერთობებთან“ დაშორება, რომელიც ყველაზე მეტად იგრძნობა თინეიჯერ თაობაში, ამიტომ საჭიროა დროის სწორი განაწილების ცოდნა და ტექნიკის გონივრული მოხმარება“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პირველი სვირის საჯარო სკოლაში წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს: საშემოდგომო ზეიმი, საახალწლო კარნავალი, პროექტ-გაკვეთილი, პროექტი რა? სად? როდის?, ღია გაკვეთილები თითქმის ყველა საგანში, სარვამარტო ზეიმი, იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საღამო, ვიქტორინა, ხელოვნების პედაგოგის მინი ლექცია „ხელოვნების ისტორიის შესახებ“, კითხვის საათი ბიბლიოთეკაში, გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილები ისტორიაში, ქართულსა და ხელოვნებაში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მეცხრამეტე შეკრება.
იხილეთ ფოტოები