სორის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ელიზბარ მინდელის ფონდმა დააჯილდოვა
04-10-2018
სორის საჯარო სკოლაში ახლი სასწავლო წელი ტრადიციულად ზეიმით დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა, რუსუდან მეტრეველმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა, სკოლის წარმატებების შესახებ ისაუბრა და სამომავლო ამოცანები დასახა. მან ასევე, სკოლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება მიულოცა და პედაგოგების დაუღალავი შრომა აღნიშნა.

პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დალი ბერიშვილმა.

ტრადიციულად ელიზბარ მინდელის ფონდმა წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გასული სასწავლო წლის აკადემიური მაჩვენებლების მიხედვით, სკოლის დირექტორმა V კლასის მოსწავლე  ნანა სუხიაშვილი და X კლასის მოსწავლე ნინო კერვალიშვილი გამოარჩია, რომელთაც ელიზბარ მინდელის ვაჟმა ბერიკა მინდელმა 100-100 ლარი გადასცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მრავალი წელია ელიზბარ მინდელის ფონდი ცოდნით გამორჩეული მოსწავლეების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს.

„ეს არის უდაოდ საპატიო ჯილდო  და დაფასება იმ მოსწავლეებისა, რომლებიც დიდი მონდომებითა მეცადინეობენ მთელი სასწავლო წლის მანძილზე, ამ დიდი ადამიანის სახელობის ფონდის ჯილდო თითოეული მოსწავლისათვის არის უმაღლესი და საამაყო, რომელიც მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს მათგან“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მეცნიერი ელიზბარ მინდელი სოფელ სორში დაიბადა და გაიზარდა. სკოლაში მისი ძეგლი დგას. წლების მანძილზე სკოლა მის სახელს ატარებდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203