მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს
04-10-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს.

მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, ბერიკა შუკაკიძეს დოქტორის ხარისხი განათლების სფეროში, ხოლო ებრასკის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვისა და ზედამხედველობის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული. 

ბერიკა შუკაკიძეს განათლების სფეროში მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. ასოცირებული პროფესორის რანგში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სალექციო კურსები მიჰყავს განათლების მართვისა და კვლევების პროგრამებზე. განათლების სისტემის მიმართულებით, ის არაერთი სტატიის ავტორი და კვლევითი პროექტის ხელმძღვანელია. 

დღესვე ცნობილი გახდა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სსიპ-ების ხელმძღვანელთა კანდიდატების ვინაობაც:

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - სოფო გორგოძე;
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - ზვიად გაბისონია;
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - გიორგი ვაშაკიძე.
თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203