ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელი ნინო ჩიკვაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს
04-10-2018
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი, ამერიკული განათლების საერთაშორისო მრჩეველი, ნინო ჩიკვაშვილი აშშ-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების და მასწავლებლის განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვიეს.
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებლის განათლების საზოგადოების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ლას-ვეგასში მიმდინარე წლის 18-22 მარტს გაიმართება.