თბილისის N61 საჯარო სკოლა სახელმწიფო ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის პროგრამაში აქტიურად ჩაერთო
04-10-2018
თბილისის N61 საჯარო სკოლა სახელმწიფო ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში აქტიურად ჩაერთო. 

აკადემიისა და სკოლის ერთობლივი გადაწყვეტილებით სკოლის მოსწავლეებისგან შეიქმნა 2 ჯგუფი: გრაფიკული დიზაინერი და კომპიუტერული ტექნიკა. 

ჯგუფი 15 მოსწავლისგან შედგებოდა. 

შეირჩა 2 ასისტენტ-მასწავლებელი ია ბუჩუკური და მარინე ხუციშვილი.

აკადემიის პედაგოგები მეცადინეობებს 2 თვის განმავლობაში ატარებდნენ. 

„ბავშვები დიდი ინტერესითა და ყურადღებით სწავლობდნენ. პროგრამის ბოლოს მათ თვითონ გაიყვანეს ქსელი და ჩართეს სკოლის 15 კომპიუტერი, წარმოადგინეს პორტფოლიო, მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები. ჩვენი სკოლა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავენ “, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203