საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყო.
სკოლის აღსაზრდელებმა და მასწავლებლებმა 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.
დილა სამადლობელი პარაკლისით დაიწყო. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს ანიმატორებმაც, რომლებმაც მათთვის სხვადასხვა აქტივობა მოაწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს.
იხილეთ ფოტოები ალბომი 1,ალბომი 2