იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის დამაარსებლის, იოსებ ოცხელის დაბადებიდან 158-ე წლისთავი აღნიშნეს.
ტრადიციულად, სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მეხუთეკლასელებმა ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადო მოღვაწის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ფიცი დადეს, რომ ღირსეულად გააგრძელებენ სკოლის სახელოვან ისტორიას.
29 სექტემბერს, საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დამაარსებელის, იოსებ ოცხელის დაბადებიდან 158 წელი გავიდა.
„განუზომელია იოსებ ოცხელის ღვაწლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მისი თაოსნობით და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თანადგომით 1880 წელს ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა, რაც უთუოდ საშვილთაშვილო საქმე გახლდათ რუსეთის იმპერიის მარწუხებში მოქცეულ საქართველოში. ამ სკოლისათვის საგანგებოდ შეიქმნა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები. იოსებ ოცხელი გარდაცვალებამდე ედგა სათავეში თავისივე დაარსებულ საგანმანათლებლო კერას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები