კეხიჯვარის სკოლაზე დაქვემდებარებული სამწევრისის დაწყებითი სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული შენობით შეხვდა
04-10-2018
კეხიჯვარის საჯარო სკოლაზე დაქვემდებარებული სამწევრისის დაწყებითი სკოლის ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.
სკოლის შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით აშენდა.
სკოლის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის დირექტორს, ლეილა ოსიტაშვილს.
საზეიმო გახსნას რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე, სკოლის დირექტორი ლეილა ოსიტაშვილი, მასწავლებლები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.