ახალციხის მე-5 სკოლაში სპორტული ღონისძიებების სერია ჩატარდა
04-01-2017

ახალციხის  №5 სკოლა სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზების თვალსაზრისით აქტიურ სპორტულ საქმიანობას ეწევა, რაც სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის  პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება, და არა მარტო მოსწავლეების...!

სკოლაში სპორტული ღონისძიებები-მეგობრული შეხვედრები გაიმართა. სკოლის ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებსა და სკოლის მამაკაც მასწავლებელთა გუნდს შორის მეგობრული შეხვედრა მასწავლებელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მამაკაც მასწავლებელთა გამარჯვებით დასრულდა აგრეთვე მეგობრული შეხვედრა ფრენბურთში, ხოლო მეგობრულ შეხვედრაში ფრენბურთში, რომელიც გაიმართა სკოლის გოგონათა ნაკრებსა და ქალ მასწავლებელთა გუნდს შორის, რომელში მონაწილეობას იღებდა თავად სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძე, გაიმარჯვა ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა.

აღნიშნული სპორტული შეჯიბრებების როგორც წარმართვაში, ასევე გულშემატკივრობაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექცია.

სკოლის დირექტორმა გამარჯვებული გუნდები სიგელებით დააჯილდოვა!

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203