ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე 2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს და გამარჯვებას უსურვებს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ შესარჩევ კონკურსში 104 პედაგოგი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესო ათეული 18 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შემდეგ ეტაპზე 5 ფინალისტი გამოვლინდა.
დღეს, 5 ოქტომბერს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული გახდება ცნობილი.
კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) ინიციატივითა და ორგანიზებით, 2018 წელს უკვე მეორედ ტარდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი, რომელიც არის გლობალური კამპანიის ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.