საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება - იხილეთ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
05-10-2018

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება - ამაღამ და ხვალ მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

ქარიანი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში 2 დღე გაგრძელდება, ტემპერატურა კი 15-20 გრადუსამდე დაეცემა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ცნობით, ამაღამ და ხვალ დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ნალექი იქნება.

ხვალ ღამით კი მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და შესაძლოა მოთოვოს.

დასავლეთ საქართველოში 8 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203