კოხნარის სკოლა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ჩაერთო: „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება კოხნარის თემის ახალგაზრდებში“.
პროექტი შეიცავდა 1000 ლარის ფარგლებში სპორტული ინვენტარის შეძენას.
პროექტი მოამზადა კოხნარის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ბელა ქემოკლიძემ, რომელშიც გაიმარჯვა და პროექტის განხორციელება დაიწყება მოკლე დროში.