სამტრედიის N2 სკოლის ერთმა პედაგოგმა წამყვანი, ექვსმა კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო
05-10-2018
სამტრედიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი პირველი მასწავლებელი გახდა, რომელმაც სამტრედიის რაიონში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. 

ვერა ჯიჯელავა სკოლაში მათემატიკას ასწავლის. 

მის გარდა წელს კიდევ 6 პედაგოგმა შეიცვალა სტატუსი. 

უფროსი მასწავლებლების სიას ( ხათუნა ნიკურაძე, ლიკა თელია, ლია თევზაძე, დალი წულუკიძე, მეგი მიქაძე, გულისა ჯინჭარაძე, სოფო ლეჟავა, თეა გაგუა, ლალი კილაძე, ჯუმბერ ლაგაძე) კიდევ 6 პედაგოგი დაემატა. 

უფროსი მასწავლებლები გახდნენ: თეა კარტოზია, ლუიზა ლორია, ნატალია ჯამბურია, ვიოლეტა ვეკუა, მარინა ადეიშვილი და ნონა კუტალაძე-ქანთარია. 

სამტრედიის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მათ და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203