კეხიჯვარის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
05-10-2018
კეხიჯვარის საჯარო სკოლის 2017-2018 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის სამი წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დააჯილდოვა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერით ანა ლომიტაშვილი, მარი ნაზაროვი და ნათია იკოშვილი დასაჩუქრდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იხილეთ ფოტო