აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ
05-10-2018
სოფელ აკეთში „მოყვარულთა თასი 2018“-ის გურიის რეგიონალური ეტაპის ფინალური შეხვედრა ლანჩხუთის „აცაურასა“ და ოზურგეთის „ლიხაურის“ გუნდებს შორის შედგა, რომელშიც აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
სპორტულ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: ირაკლი ტოროტაძე (სპორტის მასწავლებელი), ოთარ ვადაჭკორია (ხელოვნების მასწავლებელი), ჯუმბერ წულაძე (ინგლისურის მასწავლებელი).
გუნდში ასევე თამაშობდა სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ჯონი ცოცხალაიშვილი.
გუნდმა მოყვარულთა თასის გურიის რეგიონალურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებისთვის ბრძოლას მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ტურნირში განაგრძობენ.
მატჩს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ჩემპიონატის ორგანიზატორები ესწრებოდნენ. იხილეთ ფოტოები