კოჭბანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის იუბილე აღნიშნეს
05-10-2018
კოჭბანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ანგელინა ნადირაძის დაბადებიდან 80 და სკოლაში მოღვაწეობის 50 წლისთავი აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ანგელინა ნადირაძეს მიესალმნენ და იუბილე მიულოცეს მოწვეულმა სტუმრებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე თამარ საგინაშვილი, საგარეჯოს ყოფილი რაიგანათლების განყოფილების ყოფილი გამგე, საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 11 პოეტური კრებულის ავტორი, გიორგი ლეონიძის სახ. პრემიის ლაურეატი, პოეტი რომან ზუკაკიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო საკითხების სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ლალი მარხვაშვილი, კოჭბანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური.
სტუმრებმა და მასპინძლებმა მასწავლებელს „სიგელი“, „მადლობის ფურცელი“ და საჩუქრები გადასცეს.
იუბილარის ღვაწლი აღნიშნა და საჩუქარი და „სიგელი“ გამოუგზვნა საქართველოს ქალთა საბჭომ.
საიუბილეო საღამოს მოსწავლეები უძღვებოდნენ.
დასასრულს ანგელინა ნადირაძემ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას მისი გაწეული ღვაწლის აღნიშვნისა და დაფასებითვის.
„ძნელია მასწავლებლობა, განსაკუთრებით მთის სოფელში. გმირობა უნდა გამოავლონო, თავდადება და სიყვარული... ათწლეულების განმავლობაში უნდა გაუძლო თავსხმა წვიმაში სიარულს, მუხლამდე თოვლის კვალვას, სეტყვას, ქარბუქს, ივრისპირის საშინელ ყინვას, სველი, ბოლოებგაწურული კაბით გაკვეთილების ჩატარებას. ამის ძალას მოსწავლეების ანთებული თვალები მოგცემენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.