ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის 41- ე სასწავლო წელი
12-09-2016
ადიგენის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ხევაშენის საჯარო სკოლა 1975-1976 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს, როგორც რვაწლიანი სკოლა, 2010–2011 სასწავლო წლიდან სკოლას დაემატა საშუალო საფეხური. სკოლა 2002 წლიდანვე ჩაერთო განათლების რეფორმით გათვალისწინებული ექვსივე მიმართულების განხორციელებაში.  

სკოლას აქვს: ნაწილობრივ განახლებული ინფრასტრუქტურა, მთლიანად განახლებული ინვენტარი და სასწავლო რესურსი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი მოსწავლეთათვის, კომპიუტერული ლაბორატორია, ღია სპორტული მოედანი; 

სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში ყოველწლიურად ხორციელდება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო  ღონისძიებები და პროექტები. 

მათ შორის „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს...". მასში მონაწილეობს სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე. იმართება დისკუსია ამ დღის სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ და მოსწავლეები სოლიდარობის ნიშნად ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ. ღონისძიება სრულდება კონცერტით, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ სსსმ მოსწავლეები. 

სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ასევე ჩაატარა ღონისძიება თემაზე: ,,რა არის ტოლერანტობა?“  მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი, როლური თამაშებით მოირგეს  სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა როლები, თამაშის პროცესით წარმოადგინეს ადამიანთა ჯგუფის მიერ ამა თუ  იმ სიტუაციის მოდელირება, რომელიც მიმართული იყო სტერეოტიპული აზროვნების დაძლევაზე.     

სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლა ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქტიურად არის ჩართული სოფლისა თუ მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციებში. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი უზრუნველყოფილია სანაგვე ურნებით და ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ცდილობს დაიცვას სოფელი დაბინძურებისგან, მაინც ხდება საჭირო უცხო თუ ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ დაბინძურებული ადგილების დასუფთავება.  

სკოლა წელსაც დიდი მონდომებითა და ენერგიით ემზადება 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებისათვის. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლა ყველა სკოლას წარმატებულ 2016-2017 სასწავლო წელს უსურვებს. 






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203