ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გმირებს არ ივიწყებენ
05-10-2018
გია გოგუაძის სახელობის ბოხვაურის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
4 ოქტომბერი, სკოლის კურსდამთავრებულის, ავღანეთში დაღუპული გმირის, გია გოგუაძის დაბადების დღეა.
სკოლას გიას დედა, ნონა გოგუაძე და ოჯახის სხვა წევრები სტუმრობდნენ.
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: მანანა ჩავლეშვილი) წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „გმირებს არ ივიწყებენ“.
სპორტის მასწავლებლის, მამუკა ხინთიბიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა გია გოგუაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული ტურნირი ფრენბურთში მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.