რა სიურპრიზი მოუწყო ქვედა სიმონეთის N2 სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს
05-01-2017

ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეების მიერ რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. 

ეკრანზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ღონისძიებათა ამსახველი ფირები: ლიტერატურული და გამომეტყველებითი კითხვის კონკურსები, ვიქტორინა „ვინ უკეთ იცნობს რუსთაველს“, შემოქმედ მოსწავლეთა  ნამუშევრები (ხელნაწერები, ნახატები, პოეტური და პროზაული ნაწარმოებები), გამოფენა, თეატრალური კონკურსისათვის მომზადებული მასალა, სასწავლო ექსკურსიის („გასვლითი გაკვეთილი სამცხე -ჯავახეთში“) ვიდეოკოლაჟი, მასწავლებელთა მესამე რაიონული კონფერენციისათვის წარგზავნილი ნამუშევარი და სხვა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დამსწრეთა აღტაცება გამოიწვია „ბლიც-თამაშმა“—„დავასრულოთ ფრაზები“, რამაც აქტივობის ყველა მონაწილეს მისცა შესაძლებლობა, თავი გამოეჩინა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსის ცოდნასა და პოეტურ გაწაფულობაში.

სიურპრიზი აღმოჩნდა სკოლის დირექტორის მიერ მონაწილეთა დაჯილდოება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

საჩუქრები და სიგელები მიიღეს მოსწავლეებმა: თედო ხუსკივაძემ, ცისა ჭუმბურიძემ, მარიამ ქავთარაძემ, ერეკლე ხოხიაშვილმა, ანა ბოგვერაძემ, თეკლა კუკულავამ, თინათინ ცირეკიძემ და სხვებმა.

სკოლის დირექტორმა თინათინ ბეჟაშვილმა  და მოადგილე  დავით რობაქიძემ პროექტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203