კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ბიოლოგიაში ცოდნის გაღრმავების ბიზნით საავადმყოფოს ლაბორატორიას ესტუმრნენ
05-10-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ მე-8 კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის პედაგოგ ნაილი კუპატაძის ხელმძღვანელობით, საავადმყოფო - „ფერომედის“ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ლაბორატორიის ახალი ტექნოლოგიებით სისხლის ბიოქიმიური შედგენილობის კვლევითი პროცედურების განხორციელებას და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას.
„მოსწავლეეებმა მოპოვებული ინფორმაციისა და ცდა-დაკვირვებების საფუძველზე გააკეთეს ანალიზი და დაასკვნეს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის ბიო-ქიმიურ შედგენილობას, სისხლის უჯრედების რაოდენობას, რომლის საფუძველზე შეიძლება სხვადასხვა სახის დაავადებათა დადგენა და კლასიფიცირება, კონკრეტული სტრატეგიების შემუშავება და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები