ახალციხის სასპორტო სკოლაში, მხიარულ სტარტებში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის სამცხე-ჯავახეთის პირველობაზე ჩემპიონატი ჩატარდა.
ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერსისა და ბორჯომის N3 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვება ფერსის გუნდს ერგო, ანგარიშით: 23-18. გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს პირველობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება.
„ოლიმპიადა 2018“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.