ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის სპორტის კვირეულში მონაწილეობდნენ
08-10-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალციხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში, შაშში და რუბიკის კუბიკის აწყობაში - „ვინ უფრო სწრაფად“ ღონისძიებები გამართა.

10-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში რუბიკის კუბიკის აწყობაში საპრიზო ადგილები მოიპოვეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:

I ადგილი: მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა გელაშვილი

II ადგილი: მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ინასარიძე.

გამარჯვებული მოსწავლეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

ახალციხის სასპორტო სკოლაში, „ევროპის სპორტის კვირეული“-ს ფარგლებში, შეჯიბრი „მხიარული სტარტებიც“ ჩატარდა. 

სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში 11 გუნდი მონაწილეობდა. 

I ადგილი ახალციხის N5 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა შემდეგი შემადგენლობით:

საბა საურიდი (VI გ კლასი) 

ნინო დალალიშვილი (VI ბ კლასი)

ლუკა შერაზადიშვილი (VIII ა კლასი)

ნიკოლოზ შერაზადიშვილი (VI გ კლასი)

ქეთევან მაჩიტიძე (VI გ კლასი)

მარიამ კაპანაძე (VIII ბ კლასი)

ახალციხის N5 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებებს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203