ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის აღსაზრდელებმა ქართული პოეზია გერმანულ ენაზე წარადგინეს
08-10-2018
ვანის წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის აღსაზრდელებმა ევროპის მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში პოეზიის საღამოზე მონაწილეობა მიიღეს.
კერძოდ, ნინო სვანაძემ, ქეთი ქიმუცაძემ და სალომე ასათიანმა გალაკტიონი, გოეთე და ჰაინე გერმანულად წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლურ სასწავლებელში გერმანული ენის სიყვარული დიდი ხანია დამკვიდრდა.
„ვანს, გარდა იმისა, რომ „ოქრომრავალ ქვეყნად“ მოიხსენიებენ, პოეტთა სავანესაც ვუწოდებთ ხოლმე. დიახ, გალაკტიონი და ტიციანი მადლია კოლხური მიწის ამ პატარა ნაწილისა და ხშირად ისმის პოეტთა ნაფუძარზე ლექსი მეტყველი, ლექსი საამო და წყაროსავით ანკარა.“- ასე შეაფასა საღამო სკოლის დირექციის წარმომადგენელმა.