ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ მანანა კაპეტივაძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვება მოსწავლეებმა და კოლეგებმა მიულოცეს
08-10-2018
ბაღდათის N2 საჯარო სკოლის პედაგოგს მანანა კაპეტივაძეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვება მოსწავლეებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა მიულოცეს.
სკოლაში მისულ მასწავლებელს, კოლეგები და აღსაზრდეელბი, ყვავილებით, მისალოცი პლაკატებითა და ბუშტებით დახვდნენ.
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა. გადაწყვეტილება 5 ოქტომბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდა. გამარჯვებული პრიზად 10 000 ლარს მიიღებს.
მასწავლებელი ბაღდათის N2 საჯარო სკოლაში ინგლისურ და რუსულ ენებს ასწავლის. იხილეთ ფოტოები