„მასწავლებელი - ცოდნის ლამპარი“ - ჩხორიის საჯარო სკოლაში პედაგოგთა დღე აღნიშნეს
08-10-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „მასწავლებელი - ცოდნის ლამპარი“ მოეწყო. 

მოსწავლეებმა თეატრალიზებული დადგმა, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სააქტო დარბაზი ლამაზად მორთეს, კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი გამოსცეს და სკოლის ცხოვრებიდან ფოტოები გამოფინეს. მოსწავლეებს გარდაცვლილი მასწავლებლებიც არ დავიწყებიათ - ყველას  სათანადო პატივი მიაგეს. 

სკოლის დირექტორმა იზოლდა ხვიჩავამ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და ფასიანი საჩუქრებიც გადასცა. სკოლის ყოფილი დირექტორი, ამჟამად დირექტორის მოადგილე მაყვალა ჯგუბურია კი სიტყვით გამოვიდა. 

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორგანიზატორები გახლდნენ ახალგაზრდა პედაგოგები: თეა ფიფია და მაია არახამია. 

„ტკბილია ბავშვობის მოგონება - უზრუნველი, უმანკო წლების გახსენება. ამ დროს იბადება ცოდნის წყურვილი. გადის წლები... გონებაც მწიფდება. ცხოვრების დიდ გზაზე სვლას დამოუკიდებლად იწყებ. ამ დროს არ შეიძლება არ მოგაგონდეს მასწავლებელი, ვინც გონებას გიხსნიდა, დამოუკიდებელი აზროვნებისათვის გამზადებდა და ცოდნის ნაპერწკალს აღვივებდა. ესაა ის ადამიანი, ვისაც მასწავლებელს ვეძახით, ვინც ძვირფასია ყოველი ადამიანისათვის. დაუფასებელია მასწავლებლის ღვაწლი ერისა და თითოეული აღსაზრდელის წინაშე.“ - განაცხადა სკოლის დირექციის წარმომადგენელმა ღონისძიების შემდეგ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203