მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ემოციურად გაიხსენეს
08-10-2018
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ლიტერატურულ - დრამატული კომპოზიცია - „დაგვიანებული აღსარება“ გაიმართა, რომელიც მოსწავლეებმა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეს - აფხაზეთის დაკარგვას დაუკავშირეს. 

ქართულ-აფხაზურ ავბედით მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების, ფოტო და ვიდეო მასალების მოძიებისა და შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა სცენაზე ისტორიული ერთობის სურათები გააცოცხლეს, რომლითაც საერთო ტკივილის, მონატრების, პატიებისა და მავანთა ბოროტი ნებით ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი გამოხატეს. 

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ-დრამტულ წარმოდგენაში მონაწილეობას მე–6 საჯარო სკოლის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები იღებდნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისტორია სასიკეთოდ შეცვალონ  და თავიანთ სამშობლოს ღირსეულად ემსახურონ. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ეს არის თაობა, რომელსაც სტკივა აფხაზეთი. თაობა, რომელიც არ მისცემს გადამთიელს ჩვენი ქვეყნის არევის, ძმათა წაკიდებისა და გადამტერების უფლებას.“ - აღნიშნა სკოლის დირექციის წარმომადგენელმა ღონისძიების დასრულების შემდეგ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203