საღოლაშენის საჯარო სკოლაში, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
08-10-2018
საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „მერანმა“, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეული მოაწყო.

კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

კლუბის წევრებმა X –XI კლასის მოსწავლეებთან ლექცია-სემინარი - „მე დამშვიდობა“  წაიკითხეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა მეტად ემოციური და პოზიტიური აღმოჩდა. „მათ თავისუფლად გამოხატეს საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები მშვიდობის თემასთან დაკავშირებით, ისაუბრეს ომის სისასტიკეზე და მის შედეგებზე. გაიმართა დისკუსია მოსწავლეები შეთანხმდნენ ერთ ძალიან ღირებულსა და მნიშვლოვანზე, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით შეიძლება, დადაუშვებულია სიძულვილის ენით საუბარი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მოსწავლეებმა ასევე მშვიდობის თემაზე პოსტერები დაამზადეს. კვირეული დააგვირგვინა აქტივობამ - „მშვიდობა გვსურს ღიმილი გვინდა“. მეშვიდეკლასელებმა სკოლის ეზო მოხატეს.

„კომპოზიცია ძალიან თბილი და პოზიტიური გამოვიდა, რადგან ამ მოსწავლეებმა განსაკუთრებით იციან მშვიდობის ფასი, მათ კარგად ახსოვთ აგვისტოს ომი და იმ დღეს გადატანილი ემოციები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მშვიდობის საერთაშორისო დღე 21 სექტემბერს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203