ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ
08-10-2018
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მოსწავლეები, პედაგოგის ხელმძღვანელობით ქვემო მაჩხაანიში იმყოფებოდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი და სამების მონასტერი მოინახულეს.

„მოსწავლეებმა შეუსვენებლად და ხალისით მოიარეს ბოდბისხევის წმინდა მარიამის და წმინდა ნიკოლოზის ტაძრები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203