ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად მიულოცეს
08-10-2018
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ორიგინალურად მიულოცეს.

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს და მასზე მისალოცი ბარათები მიაკრეს.

„ჩვენთვის დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო, რადგან ჩვენმა პატარებმა ძალიან გაგვახარეს. მადლობა მათ ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები პროფესიულ დღეს ულოცავენ ყველა მასწავლებელს. მოზარდი თაობის მომავალზე მეოცნებე მასწავლებლებო, ღირსეულად დაფასებული ყოფილიყოთ, რადგან ჩვენ დიდ საქმეს ვემსახურებით, მოზარდების სულს ვჭედავთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203