ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე აღნიშნეს
08-10-2018
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“ მოეწყო.       

ღონისძიებას მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა თეატრალიზებული დადგმა, სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს. 

ასევე, მასწავლებელთა ჰიმნის ფონზე სკოლის ცხოვრებიდან მონიტორზე წარმოადგინეს სლაიდ შოუ.

სკოლის დირექტორმა, თინათინ ბეჟაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

სკოლის ყოფილი დირექტორმა, ამჟამად დაწყებითი საფეხურის კათედრის თავმჯდომარემ და  მე-2 კლასის დამრიგებელმა ნანული არაბიძემ კი საკუთარი ლექსი წაიკითხა და ასე მიულოცა კოლეგებს პროფესიული დღესასწაული. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203