ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა
08-10-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასულ წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა სკოლის დასახმარებლად თანხა მოიგო. სწორედ ამ თანხით შეიძინა სკოლის დირექციამ ახალი წიგნები.

„გახარებული ბავშვები გაეცნენ წიგნებს და დაგეგმეს მათი წაკითხვა-განხილვა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203