თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის კურსის განხორციელება დაიწყო
08-10-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის კურსის განხორციელება დაიწყო.

აღნიშნულის სახელწოდება გახლავთ - „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“.

კურსს ხელმძღვანელობს პროფესორი ციცინო თურქაძე. პროექტში ჩართულნი არიან პედაგოგები: ია ვარდოსანიძე და ზურაბ კუტალაძე.

კურსის მიზანია მოსწავლეებში  მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით  ხედვა განავითაროს, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიულ და უმაღლესი განათლების პროგრამაზე სწავლა განაგრძონ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203