შეუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდა
08-10-2018
შეუბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა გარდაცვლილი მასწავლებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს. 

დაწყებითი კლასების კათედრამ მოაწყო ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული მასწავლებელი“.

5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება „მასწავლებელი შუქი სულისა“. 

ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლელა შერაზადიშვილმა, მოწვეულ პედაგოგებს და სკოლის ამაგდარ პედაგოგს (დირექტორს), ეთერ ჩიკვილაძეს, სამახსოვროდ ფასიანი საჩუქრები გადასცა. 

შეუბნის საჯარო სკოლა ყველა მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203