თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით მიულოცეს
08-10-2018
„მზე სამყაროს ანათებს, ცხოვრებას კი მასწავლებელი“,- ამ სიტყვებით მიულოცეს თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე. Iე კლასის მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს.
ღონისძიების ბოლოს კი, პირველკლასელებმა სკოლის ეზოში ნაძვი დარგეს, რომელსაც 12 წლის განმავლობაში მოუვლიან, შემდეგ კი მომავალ პირველკლასელებს გადააბარებენ.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.