ხანდოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს
08-10-2018
ახალქალაქის ხანდოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმეს.
17 სექტემბერს სკოლის ეზოში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა.
ეზოში შეიკრიბნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
მშობლებმა ჩვეული ტრადიციით მიაცილეს პირველკასელები სკოლაში.
ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორმა, ზოია ნაზარიანმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებს და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
„პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით გაგვახალისეს. ისინი მეთორმეტეკლასელებმა მიაცილეს საკლასო ოთახში და პირველი ზარიც დაირეკა“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.